ფეხბურთი

1:36 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა

„სენტ ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის შეძენა იანვარში ლისაბონის „ბენფიკას“ სურს.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი პორტუგალიელთა შეთავაზება, მაგრამ ჟოზე მოურინიო ქართველით დაინტერესებულია. თავის მხრივ, „სენტ ეტიენი“, რომელიც ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის, სეზონის შუაში ზურიკოს გაყიდვას მხოლოდ 25 მილიონ ევროდ ან იჯარით და გამოსყიდვის ოფციით დათანხმდება. დავითაშვილს „ბენფიკაში“ თამაში სურს.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი და „სენტ ეტიენის“ ლიდერია. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088201