ჟოაო კანსელო „ბარსელონაში“ ბრუნდება. „ალ-ჰილალსა“ და ესპანურ კლუბს შორის შეთანხმება შედგა.
პორტუგალიელი ესპანურ გრანდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც 4 მილიონ ევროს გადაიხდის.
„ალ-ჰილალს“ მანამდე „ინტერთან“ ჰქონდა შეთანხმება, მაგრამ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, ჟოაომ მიზანს მიაღწია.
კანსელო „ბარსელონაში“ 2023-2024 წლების სეზონში თამაშობდა და 42 მატჩში 4 გოლიც გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბაიერნსა“ და „ალ-ჰილალშიც“ უთამაშია.





