უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დაბადების დღის მისალოცი „ჩელსისა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების მოთამაშის, მიხაილო მუდრიკისთვის. ის 2001 წლის 5 იანვარს დაიბადა.
„მიხაილო მუდრიკი 25 წლის ხდება! ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ მიხაილოს, დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და მოედანზე, ასევე ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი პროფესიონალურ მატჩებში 2024 წლის დეკემბრიდან არ მონაწილეობდა, რადგან დოპინგ-ტესტზე მილდრონატის ტესტის შემდეგ დროებით დისკვალიფიკაციის ქვეშ იმყოფებოდა. სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ ის შესაძლოა ფეხბურთში უკვე წლეულს იანვარში დაბრუნდეს.







