ფეხბურთი

11:09 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმის რეაქცია „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლებაზე გამჟღავნდა

რუბენ ამორიმზე დიდად იმოქმედა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გადაწყვეტილებამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ, იტყობინება Sky Sports მასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ბოლო პრესკონფერენციებზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მას არ სურდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება. როგორც ამბობენ, ამორიმს მიაჩნდა, რომ მენეჯმენტი, მათ შორის სპორტული დირექტორი ჯეისონ უილკოქსი, ზედმეტ კონტროლს ახორციელებდა მის სამუშაოზე და რომ მას არ ჰქონდა სრული თავისუფლება ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.

ამორიმი აღიარებს, გუნდის შედეგები საკმარისად კარგი არ იყო და რომ მას ალექს ფერგიუსონის შემდეგ „იუნაიტედის“ ნებისმიერ მენეჯერს შორის ყველაზე ცუდი მოგებების პროცენტი აქვს.

მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, თანამდებობა რომ შეენარჩუნებინა, შეეძლო გუნდის ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა. ამორიმი თვლიდა, რომ დამატებითი რესურსებით მას უკვე შეეძლო ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მოპოვება და კლუბისთვის კიდევ უფრო დიდი ფინანსური სარგებლის მოტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.081683