სხვა

12:19 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთმა ახალგაზრდებს შორის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

დასრულდა ჰოკეის ახლგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი შვედეთსა და ჩეხეთს შორის. რომელიც გაიმართა „გრანდ კაზინო არენაზე,“ აშშ-ში, სენტ-პოლში. შვედებმა 4:2 გაიმარჯვეს, რამაც მათ ტურნირის ტიტული მოუტანა.

გამარჯვებული გუნდის გოლები ამ მატჩში კასპერ იუსტოვორამ, ვიქტორ ეკლუნდმა, საშა ბუმედიენმა და ივარ შტენბერგმა გაიტანეს.

ჩეხებისგან თავი ადამ ირჟიჩეკმა და მატეი კუბიესამ გამოიჩინეს.

შვედეთმა ტურნირი ბოლოს 14 წლის წინათ მოიგო.

ნახევარფინალში შვედეთმა ფინეთი ბულიტების სერიაში 4:3 დაამარცხა, ხოლო ჩეხეთმა მოულოდნელად კანადას ძირითად დროში 6:4 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173467