ფეხბურთი

13:48 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი დაიმატოს

„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის შეძენას განიხილავს - გვამცნობს BBC.

„ქალაქელების“ ინტერესი მათ დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე გაჩნდა. 4 იანვარს „ჩელსისთან“ ფრედ, 1:1 დამთავრებულ მატჩში, გუნდის ორი მთავარი ცენტრალური მცველი, იოშკო გვარდიოლი და რუბენ დიაში, დაშავდნენ. გარდა ამისა, „სიტის“ კიდევ ერთი მცველი, ჯონ სტოუნზი, დიდი ხანია ვერ თამაშობს.

წყაროს ცნობით, „სიტის“ ხელმძღვანელობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და გეჰის დამატებისთვის რაიმე აქტიური ნაბიჯების გადადგმამდე გვარდიოლისა და დიაშის შესახებ სამედიცინო დასკვნებს დაელოდება.

უკვე დადასტურებულია, რომ გვარდიოლას ტრავმა სერიოზულია: ხორვატს წვივის მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდება.

გეჰის მოქმედი კონტრაქტი „კრისტალ პალასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. თუ მცველი კონტრაქტს არ გააგრძელებს, მას შეუძლია კლუბი უფასოდ დატოვოს, რამაც რამდენიმე ევროპული გიგანტის, მათ შორის „ბაიერნის“, მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“, „ინტერის“, მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ლივერპულის“ ყურადღება მიიპყრო.

თავის მხრივ, ლონდონური კლუბი ფეხბურთელის იანვრიდან გაყიდვას განიხილავს, რათა სეზონის ბოლოს კომპენსაციის გარეშე არ დარჩეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169699