ფეხბურთი

14:42 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მთავარი მწვრთნელის საჭირო ტიპზე

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუბენ ამორიმის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

„ლუი ვან გაალს საკუთარი ფილოსოფია ჰქონდა. ჟოზე მოურინიუ გარკვეული სტილით თამაშობს. იგივე შეიძლება ითქვას დევიდ მოიესზეც. ერიკ ტენ ჰაგი, ისევ და ისევ, სრულიად განსხვავებული სტილით მოქმედებდა - არა ისეთით, როგორსაც ჩვეულებრივ „მანჩესტერ იუნაიტედი“ თამაშობს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დანიშნოს სპეციალისტი, რომელიც კლუბის დნმ-ს შეესაბამება. „აიაქსი“ არასდროს არავისთვის შეიცვლება, „ბარსელონა“ არასდროს არავისთვის შეიცვლება. არ მგონია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვინმესთვის უნდა შეიცვალოს.

საქმე ის არ არის, რომ ეს მენეჯერები ცუდი მწვრთნელები არიან, არამედ ისინი ყველა სხვადასხვა იდეით, თამაშის განსხვავებული სტილით, განსხვავებული ფილოსოფიით მოვიდნენ და არცერთი მათგანი ნამდვილად არ შეესაბამება „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტილს. კლუბს ახლა გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც მზად იქნება სწრაფი, საინტერესო, შემტევი და აგრესიული ფეხბურთის სათამაშოდ“, - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

5 იანვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუბენ ამორიმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა. პორტუგალიელი მწვრთნელი მანკუნიანელებს 2024 წლის 11 ნოემბრიდან 2026 წლის 5 იანვრამდე ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088689