ლონდონის „ჩელსი“ არ არის შესაფერისი ვარიანტი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტი მარკოს ბენიტო სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება. წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ვერ აკმაყოფილებს ფეხბურთელის ხელფასის მოლოდინებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გაძლიერებას ბრაზილიელი გარემარბით გეგმავს და მზადაა, მადრიდის „რეალს“ მისი ტრანსფერისთვის 160 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ვინისიუსის კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2027 წლის ზაფხულში იწურება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ბრაზილიელი სეზონში 30 მილიონ ევროს ხელფასს ითხოვდა.





