სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:32 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როსენიორმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ლიამ როსენიორი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

41 წლის სპეციალისტს ლონდონში დიდი ნდობა გამოუცხადეს და მან კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

როსენიორი ბოლოს „სტრასბურში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ჰალ სიტის“ და „დერბი ქაუნთის“ თავკაცი იყო.

„ჩელსიმ“ პირველ იანვარს ენცო მარესკა დაითხოვა, რომელმაც გუნდს კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090618