NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა, რომელიც 118:100 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მამუკელაშვილმა 23 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 15 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.







