ფეხბურთი

21:08 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შეიძლება ვინმე დავიმატოთ, მაგრამ შარშანდელივით 5 ფეხბურთელის ყიდვას არ ვაპირებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ისეთ აქტიურობას არ აპირებს, როგორც შარშან.

გარდა ამისა, გვარდიოლამ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლებულ რუბენ ამორიმს წარმატებები უსურვა.

„შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვიღაც დავიმატოთ, მაგრამ გასული სეზონისგან სრულიად განსხვავებული იქნება. არ ვაპირებთ ოთხი ან ხუთი ფეხბურთელის ყიდვას, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა.

ამორიმის გათავისუფლება? რუბენ ამორიმი ტოპ მწვრთნელია. ჩვენმა მეზობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს. რუბენს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089888