ფეხბურთი

18:15 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოლე გუნარ სულშერი "მანჩესტერის" გადაწყვეტილებას ელოდება

ოლე გუნარ სულშერი მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს, თუნდაც დროებითი მწვრთნელის რანგში.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ნორვეგიელი ელოდება „მანჩესტერის“ გადაწყვეტილებას. თავის მხრივ, ჯონი ევანსი მზადაა, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს გუნდს მწვრთნელის თანაშემწის რანგში.

რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ უცნობია ვინ იქნება „მანჩესტერის“ ახალი მწვრთნელი, მაგრამ დროებით გუნდი დარენ ფლეტჩერს ჩააბარეს.

ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერს“ 2019-2021 წლებში წვრთნიდა და საკმაო წარმატებითაც, ხოლო ბოლოს „ბეშიქთაშის“ თავკაცი იყო. მას 1996-2007 წლებში „მანჩესტერის“ რიგებში, როგორც ფეხბურთელს აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167782