სხვა

19:59 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა საქართველოში. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაფართოებული შემადგენლობა ავარჯიშა, ხვალ კი ნაკრების ძირითად ბირთვს – 16-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.

ჩვენი გუნდი მალმეში (შვედეთი) გამგზავრებამდე, სადაც ჩვენი – E ჯგუფის თამაშების თამაშებს უმასპინძლებენ, სლოვენიაში გაემგზავრება და ქუვეითთან და ალჟირთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს, ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089385