ფეხბურთი

20:32 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გლაზგოს "სელტიკის" მწვრთნელად ისევ მარტინ ონილი დაინიშნა

გლაზგოს სელტიკის მთავარ მწვრთნელად მარტინ ონილი დაბრუნდა. 73 წლის ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა „კელტები“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა.

ონილი სელტიკს ძალიან კარგად იცნობს, რომელსაც 2000-2005 წლებში სამ-სამჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი და თასი მოგაებინა, ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასი, ხოლო 2003 წელს უეფას თასის ფინალშიც გაიყვანა.

თუმცა, მისი ისტორია სელტიკთან მიმართებაში მაინც უცნაურად განვითარდა: მიმდინარე სეზონის სტარტზე ბრენდან როჯერსი გაათავისუფლეს, რომელიც ონილმა დროებით შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით სელტიკმა 8-დან 7 მატჩი მოიგო (1 წაგება), მაგრამ შემდეგ გაუშვეს და გუნდი ვილფრიდ ნენსის ჩააბარეს, რომლის ხელმძღვანელობით გლაზგოელებმა 8-დან მხოლოდ 2 თამაში მოიგეს (6 წაგება). შედეგად, ფრანგი დაითხოვეს და ახლა ისევ ონილი დააბრუნეს.

მარტინ ონილს სელტიკის გარდა, უიკომბში, ნორვიჩში, ლესტერში, ასტონ ვილაში, სანდერლენდში, ირლანდიის ნაკრებსა და ნოტინგემში უმუშავია.

სელტიკი შოტლანდიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ჰართსს 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169256