„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟოაო კანსელოს მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა.
პორტუგალიელი მცველის დაბრუნება გადაწყვეტილია, მაგრამ ჰანსი ფლიკი ჟურნალისტებთან ამაზე პირდაპირ მაინც არ საუბრობს:
„ვესაუბრე ჩემს შტაბს. არაუხოს დაბრუნებით, დაცვის ცენტრში საკმარისი ვარიანტები იქნება. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ კანსელოს მოსვლა ჯერ არ არის გადაწყვეტილი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მოხარული ვიქნები, რადგან ის კარგ შეტევით ვარიანტებს შემოგვთავაზებს. ის ხარისხიანი მოთამაშეა, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია.
ჭკვიანურად უნდა მოვეკიდოთ ახალ ფეხბურთელებს - არ ვართ ისეთი კლუბი, რომელსაც შეუძლიათ ასობით მილიონის დახარჯვა. გვაქვს შესაძლებლობა, დავამატოთ შესანიშნავი შემტევი მოთამაშე, რომელიც უკვე იცნობს გარემოს. თუ მას შევიძენთ, მოხარული ვიქნები“, - აღნიშნა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო კანსელო „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.





