ფეხბურთი

21:41 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას 2026 წლის მორიგი ტიტულით დაწყების შანსი აქვს

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს შეხვედრაში შეიძლება ითამაშოს.

პსჟ საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელს“ დაუპირისპირდება და მორიგი ტიტულის მოპოვებას ეცდება. ქართველი შემტევი იმ 20-კაციან სიაშია, რითაც პარიზელები ქუვეითში გაემგზავრებიან, სადაც მატჩი გაიმართება.

კვარაცხელიამ პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, მაგრამ საფრანგეთის სუპერთასი მის ტიტულებში ჯერჯერობით არ არის, ასე რომ, ამ ჯილდოს მოგება პირველად შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „მარსელის“ მატჩი 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.159045