ფეხბურთი

22:14 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

AS: "2026 მიქაუტაძის წელია"

ესპანური გამოცემა As-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ მცირე წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რატომ არის ქართველი ფეხბურთელი „ვილიარეალისთვის“ ორმაგად მნიშვნელოვანი.

წერილში წერია, რომ მიქაუტაძეს პირველ წრეში ცუდი სტატისტიკა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მოლოდინზე ოდნავ ნაკლებია, რადგან მისგან უფრო მეტ გოლს ელოდებიან:

„გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რადგან მოედანზე კარგი თამაში მის საბაზრო ღირებულებასაც გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ „ვილიარეალის“ მთავარი მიზანი მიქაუტაძის ტრანსფერით, მაღალი დონის, ჩემპიონთა ლიგის კალიბრის თავდამსხმელის დამატება იყო, მათ ასევე სჭირდებათ, რომ გაამართლოს მასში განხორციელებული 30 მილიონი ევროს ინვესტიცია. რამდენიმე მატჩში თავისი ხარისხი გამოავლინა, მაგრამ სტაბილურობა აკლდა და მეტი იყო მოსალოდნელი. 2026 წლის პირველი მატჩი იმედისმომცემი გამოდგა, რადგან ფეხბურთელი გუნდის თამაშის სტილში უფრო სინქრონიზებული და ჩართული გახლდათ. მას „ვილიარეალიში“ 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა, მოლოდინზე ოდნავ ნაკლებია.

როდესაც ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰკითხეს, მწვრთნელმა მარსელინომ განმარტა, რომ ეს ფეხბურთია და ნორმალურია, მას ადაპტაციისთვის დრო დასჭირდეს: „ეს ფეხბურთია, ზოგჯერ ის კარგად ითამაშებს, ზოგჯერ ვერ, მაგრამ თავდამსხმელების თამაში დიდწილად გუნდის თამაშზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც საფრანგეთის მიღმა უკვე ჰქონდა წარუმატებელი გამოცდილება, შესაბამისად, ნორმალურია, დრო დასჭირდეს. ამ პროცესში იქნება არასტაბილურობა, მაგრამ მისით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - წერს გამოცემა და მარსელინოს სიტყვებს ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 20 მატჩი, 6 გოლი და 3 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.156628