ამსტერდამის „აიაქსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ენსხედეს „ტვენტეს“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„ლევერკუზენში“ მოკლე და წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ტენ ჰაგი ძალებს ახალ ამპლუაში მოსინჯავს.
ერიკ ტენ ჰაგი „ტვენტეს“ ძალიან კარგად იცნობს, სადაც დაიწყო საფეხბურთო კარიერა 1989-1990 წლებში, ხოლო 1996-2002 წლებში ისევ მოირგო მშობლიური გუნდის მაისური და კარიერაც იქ დაასრულა. გარდა ამისა, „ტვენტეში“ 1992-1994 წლებშიც თამაშობდა.
ტენ ჰაგს მთავარ მწვრთნელად „იგლზში“, „უტრეხტში“, „აიაქსში“, „მანჩესტერსა“ და „ლევერკუზენში“ უმუშავია.







