აფრიკის თასზე მორიგი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ალჟირის ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროშიც იდენტური სცენარი იყო, მაგრამ 119-ე წუთზე ადილ ბულბინმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
აფრიკის თასის მეოთხედფინალში მალი - სენეგალს, მაროკო - კამერუნს, ეგვიპტე - ნიგერიას შეხვდება, ხოლო ალჟირს კოტ დივუართან ან ბურკინა ფასოსთან დაპირისპირება მოუწევს.







