აფრიკის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია.
ბოლო მერვედფინალში კოტ დივუარის ნაკრებმა მოლოდინისამებრ ადვილად აჯობა ბურკინა ფასოს ნაკრებს - 3:0. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ამად დიალომ და იან დიომანდემ ორჯერ გაიტანეს. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში ბაზუმანა ტურემ დააფიქსირა.
ამრიგად, აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
მალი - სენეგალი
ეგვიპტე - ნიგერია
მაროკო - კამერუნი
კოტ დივუარი - ალჟირი







