ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-19 ტურში სტუმრად „სასუოლო“ დამაჯერებლად დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„იუვე“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია, შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო.
ტურინული გრანდი სწრაფად დაწინაურდა. მე-16 წუთზე პიერ კალულუს ჩაწოდების შემდეგ ტარიკ მუჰარემოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის ბედი მეორე ტაიმში ერთწუთიან ინტერვალში გადაწყდა, როცა ფაბიო მირეტიმ და ჯონათან დევიდმა ორჯერ გაიტანეს - 3:0.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 36 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 იანვარს, „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.
„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 მუჰარემოვიჩი (16, ა.გ), 0:2 მირეტი (62), 0:3 დევიდი (63)





