კალათბურთი

2:16 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 22 ქულა და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ევროლიგის მეოცე ტურში „ბარსელონამ“ თელ ავივის „მაკაბი“ 93:83 დაამარცხა და ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში ჰქონდა, რომელმაც 25 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულით შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რითაც მატჩის MVP გახდა.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 13 მოგებით და 7 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, „პარტიზანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178583