ფეხბურთი

10:40 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" განელ ფეხბურთელს 75 მილიონად დაიმატებს

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთთან“ ანტუან სემენიოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

განელი ფეხბურთელი კარიერას „ქალაქელთა“ რიგებში გააგრძელებს. სემენიომ „სიტი“ პრემიერლიგის ოთხ კლუბს შორის აირჩია, რადგან პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურდა.

ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონი ევროა, კლუბები დოკუმენტებს გაცვლიან და გარიგებაც შედგება. ხუთშაბათს ფეხბურთელი "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ანტუან სემენიომ „ბორნმუთის“ რიგებში 2022 წლიდან 106 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე განელი შემტევი „ბრისტოლში“, „ნიუპორტში“, „სანდერლენდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.158848