NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ვაშინგტონ ვიზარდს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 112:120 დამარცხდა.
გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 20:14 წუთში 10 ქულას, და 5 მოხსნას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან და საჯარიმოდან გოგას არც ერთხელ არ უსვრია.
მატჩში საუკეთესო კალათბურთელად "ვაშინგტონის" ფრანგი ლეგიონერი ალექსანდრ სარი გახდა, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით, 7 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. "ორლანდოს" მხრიდან ყველაზე მეტი, 20 ქულა ჯეისონ რიჩარდსონმა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 20 მოგება და 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი 8 იანვარს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.







