ფეხბურთი

11:21 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

33 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა მის მშობლიურ კლუბ "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2026 წლის ბოლომდე დარჩება. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი "სანტოსში" 2025 წლის დასაწყისსში დაბრუნდა და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან დეკემბერში ამოეწურა, თუმცა მხარეებმა ახალ შეთანხმებას მიაღწიეს და ნეიმარი კვლავ ბრაზილიაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "სანტოსი" ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა, მან ბოლო სამი მატჩი ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით ჩაატარა და საკუთარ გუნდს დაეხმარა. ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098454