ჩოგბურთი

12:30 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს დამაჯერებლად მოუგო და მეოთხედფინალში ითამაშებს

34 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში იმყოფება, სადაც კანბერას ჩელენჯერში მონაწილეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს დილას ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი იაპონელი მოიუკა უჩიმა დამაჯერებლად, ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ცნობისთვის, გორგოძემ ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ჯერ ფრანგ სელენა იანიჩევიჩს მოუგო ორ სეტში (6:3, 6:3), ხოლო კვალიფიკაციის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კოვერმანსს აჯობა სამ სეტში (7:5, 4:6, 6:3).

ეკატერინემ ძირითად ბადის პირველ მატჩში ამერიკელ ელვინა კალიევას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო, შემდეგ კი ზემოხსენებული მოიუკა უჩიმას სძლია.

გორგოძე მეოთხედფინალში კიდევ ერთ იაპონელ ჰიმენო საკაცუმეს (ATP 151) შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 8 იანვარს, თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174701