"ლაციოს" ფრანგი ნახევარმცველი მატეო გენდუზი კარიერას თურქეთში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ფენერბახჩემ" იტალიურ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერაა დარჩენილი, რომელსაც მხარეები უახლოეს დღეში განახორციელებენ. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ "ლაციო" 29 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მატეო გენდუზი "ლაციოს" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავუ 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





