ფეხბურთი

15:25 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ტრავმის გამო ტერ შტეგენი გამოაკლდა

"ბარსელონას" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვერ დაეხმარება. ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 33 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც საუდის არაბეთი დატოვა და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ბარსელონაში დაბრუნდა. მის ადგილს კი სათადარიგო გუნდის მეკარე დიეგო კოხენი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა სეზონის პირველი ნაწილი ზურგის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციაში გაატარა. დაბრუნების შემდეგ მან ესპანეთის სამეფო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიური გრანდი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკ ბილბაოს" დაუპირისპირდება, მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093274