ფეხბურთი

16:05 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკომედაციით "ალ-ნასრიმ" შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი დაიმატოს

"ალ-ნასრი" მადრიდის "რეალის" გერმანელი ცენტრალური მცველის ანტონიო რუდიგერის გადაბირებით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Fichajes footbal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუდიგერის ტრანსფერზე მუშაობის დაწყება კლუბს კრიშტიანუ რონალდუმ ურჩია, რადგან პორტუგალიელი თვლის, რომ გერმანელი კლუბში ხარისხს სათანადოდ გაზრდის და გაჩემპიონებაში ძალიან დაეხმარება. ჯერჯერობით აღნიშნულ ტრანსფერზე "რეალის" პოზიცია უცნობია, თუმცა არაერთგზის დაიწერა, რომ ფლორენტინო პერესს რუდიგერის გაშვებაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს და თუ მის სანაცვლოდ სარფიან შეთავაზებას საუდის არაბეთიდან მიიღებს, აუცილებლად დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერ "რეალის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089379