მიუნხენის "ბაიერნის" 17 წლის ფეხბურთელმა ლენარტ კარლმა რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. როგორც მან გულშემატკივრებთან შეხვედრისას განაცხდადა, მისი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია.
ამასთან დაკავშირებით "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა ServusTv-თან საუბრისას კომენტარი გააკეთა.
"როდესაც კარლმა ის განცხადება გააკეთა, მაშინვე იცოდა, რომ არასწორი იყო. ის მეორე დღესვე მოვიდა ჩვენთან და გვითხრა - "მგონი იქ არც ისე სასიამოვნო, რამ ვთქვი, რასაც არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვება". მან გუნდს ბოდიში მოუხადა. ასე, რომ ეს საკითხი ჩვენთვის მოგვარებულია", - განაცხადა ფროინდმა.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ლენარტ კრალი "ბაიერნის" ძირითად გუნდში 2025 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ 22 ჩატარებულ მატჩში, თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კარლის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 60 მილიონი ევროა.





