ლონდონის „კრისტალ პალასი“ მზადაა იანვრის სატრანსფერო პერიოდში კაპიტანი მარკ გეჰი გაყიდოს.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლაზნერმა აღნიშნა, ამჟამად კლუბისთვის სპორტულ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური ასპექტებია.
გეჰის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, ზაფხულში ის კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით რომ არ დაკარგოს, იანვარში უნდა გაყიდოს. გეჰის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ იჩენენ.
მარკ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 186 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჩელსის“ და „სუონსი სიტის“ რიგებში თამაშობდა.





