ფეხბურთი

19:31 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "ანორთოსისში" რჩება, ჯერჯერობით მაინც...

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას მომავალი გაურკვეველია. ბოლო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას პრობლემა არ ექნება გადადგომის, თუ ისეთი მწვრთნელი მივა გუნდში, რომელიც საქმეს უკეთ გააკეთებს.

კვიპროსული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობასა და ქეცბაიას შორის შეხვედრა გაიმართა, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ ის გუნდში დარჩება, ამ ეტაპზე მაინც.

ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის უახლოეს ტურში კონკურენტ „ეთნიკოსს“ მატჩში „ანორთოსისს“ უხელმძღვაბელებს, ვერმოგების შემთხვევაში, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

„ანორთოსისი“ 16 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161788