„მილანი“ მაიკ მენიოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. 30 წლის ფრანგ მეკარეს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიელებს მისი შენარჩუნება სურთ.
„როსონერიმ“ მენიოს შეთავაზება უკვე გაუკეთა, ახლა კი მისგან პასუხს ელოდება. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფრანგი მეკარე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, ხოლო „მილანში“ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
მაიკ მენიო „მილანმა“ 2021 წელს „ლილიდან“ უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 193 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგს ხსენებული კლუბების გარდა, პსჟ-ს მეორე გუნდშიც უთამაშია.





