იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ აუტსაიდერ „ვერონასთან“ მარცხს გადაურჩა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს, ფრეზეს და ორბანის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
ანტონიო კონტეს გუნდმა მეორე ტაიმში ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა. სხვაობა სკოტ მაკტომინეიმ შეამცირა, ხოლო ჯოვანი დი ლორენცომ 82-ე წუთზე გაათანაბრა. ნეაპოლელებს გასამარჯვებლად საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ მესამე გოლი ვერ გაიტანეს - 2:2.
„ნაპოლი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 იანვარს, „ინტერს“ ესტუმრება.
ბერგამოს „ატალანტამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა. მატჩის გმირი ნიკოლა კრსტოვიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი პირადად გადაწყვიტა.
„ატალტანმ“ 28 ქულა დააგროვა და მეშვიდე პოზიციაზე აღზევდა, ხოლო „ბოლონია“ 26 ქულით მერვე საფეხურზე დაქვეითდა.





