ფეხბურთი

11:41 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მუსელიანის გოლით „პარალიმნი“ კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა

კვიპროსის თასის მერვედფინალში ზურაბ მუსელიანის "პარალიმნი" სტუმრად "ახსნასს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან გამარჯვების გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ზურაბ მუსელიანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 87-წუთი გაატარა, ქართველმა გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ლამაზი თავური დარტყმით გაიტანა, რამაც "პარალიმნის" მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

ცნობისთვის, ზურაბ მუსელიანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ორი გოლი აქვს გატანილი. მან პირველი გოლიც "ახნასს" გაუტანა, ოღონდ ქვეყნის ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173338