მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ინფლუენსერი ნინა დრამა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოიყვანა. თბილისში ხუმრობენ, ნინა დრამა საქართველოსთვის ზაფხულისა და ზამთრის ტანსაცმლის კოლექციიასავითააო. თუმცა, წარმოშობით ბრაზილიელი თვალსაამო ასულის ამ ვიზიტსაც არანაკლები აჟიოტაჟი და ხალხის ყურადღებაა ხვდა წილად.
განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი ხვდა წილად, მერაბისა და ნინას თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მიერ აგებულ მონუმენტთან გამოჩენას და ვიდეომიმართვას. ალბათ ბევრმა იცით, რომ ამ მონუმენტს (რომელიც წერეთელმა გასული საუკუნის 80-იან წლებში ააგო) „საქართველოს მატანე“ ეწოდება და პრაქტიკულად ყველა დიდი და მეტ-ნაკლებად ცნობილი ქართველი მოღვაწის დიდ თუ მცირე ქანდაკებას მოიცავს. ნინამ ვიზიტები ასეთი ტემპით თუ გააგრძელა, არაა გამორიცხული ჩვენი ქვეყნის მატიანის ნაწილიც გახდეს.
იხილეთ ვიდეო რომელიც ასახავს მერაბის და ნინას აღნიშნულ მიმართვას: https://www.facebook.com/share/p/1Ene1MaZDr/







