დღეს ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც მადრიდულ დერბიში "რეალი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. მატჩამდე "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა, ესპანელის თქმით, მისი გუნდი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია ვიდრე ეს ბოლო დერბიში იყო და გამარჯვების დიდი იმედი აქვს.
"მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით ესპანეთის სუპერთასი პირველი ტურნირია მიმდინარე წელს, რომლის მოგებაც შეგვიძლია. ასე, რომ მეც და ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ შინ ტიტულით დავბრუნდეთ. "ატლეტიკო" ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე ბევრი მიზეზი დაგვიგროვდა იმისა, რომ ხვალ დიდი ენთუზიაზმით ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვახოვს ბოლო მატჩი სიმეონეს გუნდთან, ვიცით რა შეცდომები დავუშვით იმ მატჩში და ვეცდებით იგივე აღარ გავიმეოროთ. "ატლეტიკოს" დასამარცხებლად დიდი ენერგიის დახარჯვა და სწორი ფეხბურთის თამაშია საჭირო, თუ ამას გავაკეთებთ, სიმეონეს გუნდის დამარცხება სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა ალონსომ.
ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში "ბარსელონამ" ატლეტიკ "ბილბაო" მარტივად 5:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" მატჩი დრეს ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.





