ფეხბურთი

14:35 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "აქ მოგებისთვის ჩამოვედით და გვინდა წელი ტიტულით დავიწყოთ"

დღეს, ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად მეექვსე ტიტულის მოსაგებად "მარსელს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი გუნდი მატჩისთვის 100%-ით მზადაა და აქ მხოლოდ მოსაგებად არიან ჩამოსულნი.

"ბედნიერები ვართ აქ ყოფნით, რადგან კიდევ ერთი ფინალის თამაშის საშუალება გვიწევს. 2026 წელი მოგებით დავიწყეთ და გვინდა ასე გავაგრძელოთ, აქ მოგებისთვის ჩამოვედით, გვინდა წელი ტიტულით დავიწყოთ. ვარჯიშებზე ვხედავ თუ, როგორი მოტივირებულები არიან ჩემი ფეხბურთელები, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტრავირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, ზოგიერთი მათგანი ბოლომდე მზად მაინც არ არის, თუმცა ყველაფერი დროის საკითხია.

დღევანდელი ფინალი სხვა ქვეყანაში ჩატარდება, ვფიქრობ ეს კარგია, რადგან მათაც ექნებათ საშუალება ასეთი დონის შეხვედრებს დაესწრნენ. ვეცდებით გულშემატკივარს ხარისხიანი და ამავდროულად სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ", - განაცხადა ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც პსჟ-ს ბოლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, გუნდთან ერთად იმყოფება და დღევანდელი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "მარსელის მატჩი" დღეს ჩვენი დროით 22:00 საათზე აირებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.159853