ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, კევინ კიგანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
კიგანი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის მუცლის არეში ტკივილებით გადაიყვანეს, ანალიზებმა კი აჩვენა, რომ მას კიბო აქვს. 74 წლის ინგლისელი მკურნალობის პროცესს დაიწყებს.
კევინ კიგანმა „სკანთორპ იუნაიტედში“, „ლივერპულში“, „ჰამბურგში“, „საუთჰემპტონში“, „ნიუკასლში“ და „ბლექთაინ სიტიში“ ითამაშა. მან ორჯერ მოიგო ოქროს ბურთის, 1978 და 1979 წლებში ზედიზედ. 1977 წელს „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა თასის გამარჯვებულიც გახდა.





