„დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე მორჩილაძე კარიერას „რიეკაში“ გააგრძელებს.
ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთ სეზონით გახანგრძლივების ვარიანტით გააფორმა.
„ვიცი, რომ „რიეკა“, ისტორიულად, ხორვატიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას და ამ კლუბისთვის ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას. "რიეკა" მოქმედი ჩემპიონია და ჩემი ამბიციები კლუბის ამბიციებს ემთხვევა. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. ხორვატული კლუბებისა და ლიგის შესახებ ცოტა რამ ვიცი. ვიცი, რომ სამი ან ოთხი კლუბი გამოირჩევა და მოუთმენლად ველი მათ წინააღმდეგ თამაშს. მაქსიმუმს გავაკეთებ. ვიცი, როგორ უყვართ გულშემატკივრებს „რიეკა“, როგორ ცხოვრობს ქალაქი კლუბით და მოუთმენლად ველი იმის ჩვენებას, რისი გაკეთება შემიძლია“, - თქვა მორჩილაძემ.
თორნიკე მორჩილაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 56 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „თელავში“, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი მიითვალა.
„რიეკა“ ხორვატიის ჩემპიონატში 17 მატჩში მოპოვებული 24 ქულით მეხუთე ადგილზეა.







