რომის „ლაციომ“ „ზალცბურგიდან“ სერბი ფორვარდი პეტარ რატკოვი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
რომაელებმა 13 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. რატკოვმა „ლაციოში“ ტატი კასტელანოსი უნდა შეცვალოს, რომელიც 30 მილიონ ევროდ „ვესტ ჰემში“ გადავიდა.
პეტარ რატკოვმა „ზალცბურგში“ 98 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო სერბეთის ნაკრებში მას 3 უგოლო შეხვედრა აქვს ჩატარებული.





