„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ თუ მატჩებს ვერ მოიგებენ, ჩემპიონობაზე ფიქრიც შეუძლებელი იქნება.
„თუ თამაშებს ვერ იგებ, ჩემპიონობაზე ფიქრი არ შეგიძლია. „მანჩესტერ სიტი“ საერთო ჯამში კარგად გამოიყურებოდა, თამაშის პირველი 5-10 წუთის გარდა. პირველი ტაიმის ბოლო 15-20 წუთში რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გვქონდა. თუმცა, მოსალოდნელი გოლების სტატისტიკა არაფერს ნიშნავს, მთავარი გოლებია, რაც არ გამოგვივიდა“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 2026 წელს პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე თამაში ფრედ დასრულდა.





