რაგბი

22:00 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს პიერ-ანრი ბრონკანი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია ფრანგმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა.

ბრონკანმა განაცხადა, რომ „ბრივს“ ტოვებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს ზაფხულიდან ჩაიბარებს და ამავდროულად, „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელიც გახდება.

„ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ დიახ, ივლისში გავაფორმებ“, - თქვა მან, რომელიც „ბრივას“ დაემშვიდობა:

„ეს, ის ადგილია, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება და წარუშლელ კვალს ტოვებს. ეს კლუბი უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებს“.

პიერ-ანრი ბრონკანი საქართველოს ნაკრებში რიჩარდ კოკერილს შეცვლის, რომელიც უკვე გაათავისუფლეს.

ბრონკანი საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს, სადაც „ბორჯღალოსნები“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, იტალიას და რუმინეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091507