ფეხბურთი

23:48 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ისევ გაიტანა, "ალ-ნასრი" მაინც დამარცხდა

საუდი პრო ლიგის მე-13 ტურში „ალ-ნასრი“ „ალ ქადისიასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 81-ე წუთზე პენალტი გაუტანა მეტოქეს და სხვაობა შეამცირა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

რონალდუმ კარიერში 958-ე გოლი გაიტანა და 1000-გოლიანი ნიშნულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ 2002 წლიდან კრიშტიანუ ყოველ კალენდარულ წელიწადში ახერხებს გოლის გატანას, 2026 წელიც გამონაკლისი აღარაა.

კრშტიანუ რონალდუ საუდო პრო ლიგის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს.

„ალ-ნასრს“ 10 ტურში 10 მოგება ჰქონდა, მაგრამ სამი ტურია ვერ იგებს, ბოლო ორ მატჩში კი დამარცხდა. შედეგად, ლიდერობა არათუ დაკარგა, არამედ ახალ ლიდერ „ალ-ჰილალს“ უკვე 4 ქულით ჩამორჩება, რომელსაც მომდევნო ტურში სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175268