ფეხბურთი

0:12 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

უცვლელი სცენარი: პსჟ-მ ზედიზედ მესამე ტიტული პენალტების სერიით მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026 წელს პირველი ტიტული მოიგო - საფრანგეთის სუპერთასი.

ლუის ენრიკეს გუნდი სუპერთასისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში პსჟ უსმან დემბელეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში შეიცვალა. „მარსელმა“ 76-ე წუთზე მეისონ გრინვუდის პენალტით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 87-ე წუთზე ვილიამ პაჩოს ავტოგოლით „მარსელი“ სულაც დაწინაურდა და გამარჯვებას მიუახლოვდა.

თუმცა, რობერტო დე ძერბის გუნდი დარჩენილ მცირე დროში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 95-ე წუთზე პსჟ ტიტულის დაკარგვისგან გონსალო რამოშმა იხსნა - 2:2.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 71-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სუპერთასის ბედი პენალტებში გადაწყდა, სადაც პსჟ-მ ოთხიდან ოთხი პენალტი გაიტანა (გონსალო რამოში, ვიტინია, ნუნუ მენდეში, დეზირე დუე), ხოლო „მარსელმა“ სამიდან მხოლოდ ერთი პენალტი გაიტანა და 4:1.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიში მე-14-ედ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს ფრანგულ გუნდში უკვე მეექვსე ტიტულია, სადაც ზუსტად ერთი წელია თამაშობს. კვარამ თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

საინტერესო დამთხვევა: პსჟ-მ მიმდინარე სეზონში ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი პენალტების სერიით მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169027