გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ირლანდიასთან გასამართ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩამდე განაცხადა, რომ ირლანდიელები პოლონელების მსგავსად კარგ ფორმაში არიან და შანსების გამოყენებას შეეცდებიან.
"ირლანდიის ორივე თამაში ვნახეთ და უკვე ვიცით, რომ პოლონეთის მსგავსად ითამაშებს. მათ შესახებ ახალი არაფერი გაგვიგია: ირლანდიას მებრძოლი სულის ფეხბურთელები ჰყავს, თავის დაცვა კარგად იციან და ორგანიზებული გუნდია. ირლანდია პოლონეთის მსგავსად ითამაშებს - მათი შემტევები შეეცდებიან ჩვენ ნახევარზე უცბად გადმოსვლას და შანსის გამოყენებას", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
გერმანიასა და ირლანდიის დაპირისპირება დღეს გელზერკირხენში "ფელტინს არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.