ფეხბურთი

1:34 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ასეთი გამარჯვებები განსხვავებულ მენტალიტეტზე მეტყველებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პსჟ-მ „მარსელი“ დაძაბულ ბრძოლაში პენალტების სერიით დაამარცხა და 2026 წელი ტიტულით დაიწყო, ხოლო ესპანელი სპეციალისტი კმაყოფილია:

„როდესაც ფინალში ხარ, ემოციები წარმოუდგენლად ძლიერია და ვფიქრობ, გუნდმა ისე კარგად ვერ ითამაშა, როგორც ყოველთვის. რთული იყო. ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენზე უკეთ, მაგრამ ამ გუნდს განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, პენალტების სერია ჩვენთვის ერთგვარი იღბლიანი მომენტია. ძალიან ბედნიერები ვართ, გუნდიც ძალიან ბედნიერია და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გამარჯვება რთულია. დღეს გამოცდა იყო. ვიცი, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე თამაში რთულია. ბოლო წუთებში ბევრი მატჩი მოვიგეთ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ განსხვავებული ხასიათი და მენტალიტეტი გაქვს. უნდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს და განსაკუთრებით გონსალო რამოშს, რადგან ის ჯარისკაცია. ის ყოველთვის მზადაა, ერთი წუთით სათამაშოდ, ორი წუთით... ის მზადაა. ის ჯარისკაცია და ძალიან გვიხარია, რომ გონსალო ჩვენთანაა. პენალტების სერია შესაძლოა იღბალია, მაგრამ ბოლომდე ასეც არ არის, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მეკარეებს ვაწვდით ინფორმაციას მეტოქე ფეხბურთელებზე“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 12 იანვარს, საფრანგეთის თასზე „პარიზის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.08784