ფეხბურთი

10:58 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ვინისიუსს: "ვინი დაიმახსოვრე, ფლორენტინო გუნდიდან აუცილებლად გაგიშვებს"

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია. ჩაბი ალონსოს გუნდმა ნახევარფინალში „ატლეტიკო“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას დიეგო სიმეონესა და ვინისიუს ჟუნიორს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, არგენტინელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს შემდეგი ფრაზა მიაძახა - "ვინი დაიმახსოვრე, ფლორენტინო გუნდიდან აუცილებლად გაგიშვებს". ამით სიმეონემ ვინის პროვოცირება სცადა და შემდეგ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავად სიმეონეს ჰკითხეს, თუმცა როგორც არგენტინელი ამბობს ნამდვილად არ ახსოვს, თუ რა უთხრა ვინის, რადგან ცუდი მეხსიერება აქვს.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იგივე კითხვა ჟურნალისტებმა ჩაბი ალონსოსაც დაუსვეს და ესპანელმა სპეციალისტმა სიმეონე გააკრიტიკა.

"კი გავიგონე რაც უთხრა სიმეონემ ვინის და ნამდვილად არ მომეწონა, ვფიქრობ ეს არასწორია და უპატივცემულობაა მეტოქე ფეხბურთელის მიმართ. ასე მოქცევა არ შეიძლება, რადგან არსებობს საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ყოველთვის მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს პატივისცემით ვეპყრობი და ვცდილობ მათთან არასდროს ვისაუბრო", - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე „ელ კლასიკო“ შედგება, რომელშიც, რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089906