"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ "პარი სენ-ჟერმენთან" წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ემოციური განცხადება გააკეთა. იტალიელის თქმით, მის ცხოვრებაში პირველად იტირა წაგების შემდეგ.
"როდესაც მატჩი დასრულდა და გასახდელში შევედით ვიტირე, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ეს იყო პირველი რაც ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი. ძალიან მტკივნეული მარცხი იყო და ცხადია იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ვფიქრობ, რომ დღეს "მარსელმა" გამარჯვება დაიმსახურა.
ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს მოედანზე ყველაფერი გაიღეს და მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. გვინდოდა ამ თასის მოგებით "მარსელის" ისტორიაში ჩვენი კვალი დაგვეტოვებინა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. თუ წარმატება გვინდა სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ შემდეგ თამაშებში, როგორც ეს დრეს გავაკეთეთ", - განაცხადა დე ძერბიმ.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიში მე-14-ედ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს ფრანგულ გუნდში უკვე მეექვსე ტიტულია, სადაც ზუსტად ერთი წელია თამაშობს. კვარამ თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.





