ფეხბურთი

12:58 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაევოს" თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა MeridianSportBH-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გულიაშვილის მომავალი უკვე გადაწყვეტილია და ის ლა ლიგა 2-ის ბინადარ "რასინგ სანტანდერში" გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით ტრანსფერის გაოფიციალურების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მხარეები ყველა საკითხზე არიან შეთანხმებულნი და ყველაფერი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

"რასინგ სანტანდერი" ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის, 20 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვთ და პირველა ადგილზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, გულიაშვილი "სარაევოს" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 20 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095455